ისანში გაჩენილ ხანძარს 12 სამაშველი ჯგუფი აქრობდა

geoinformer

loading...

Loading...

ისანში მეორეულების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ისანში, მეველეს ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე.

ხანძრის ქრობის პროცესს ართულებდა ძლიერი ქარი. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

კალანდობა გურიაში პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ჩიჩილაკი და კალანდობა არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს

გაზიარება loading... Loading... ოზურგეთის მუნიციპალიტეტის […]