10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

geoinformer

loading...

Loading...

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ…

ბეიბი: ოთხფეხა პატარა / Babe- Pig in the City

რეჟისორი: კრის ნუნენი. 1995 წელი. (ავსტრალია-აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

არ შეიძლება, ირგვლივ ყველაფერი „სასარგებლოდ“ და „უსარგებლოდ“ დავყოთ; ნებისმიერ ცოცხალ არსებას პატივი უნდა ვცეთ – ეს არის ამ კეთილი ფილმის დედააზრი. ფილმმა ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის მიღო.

ასაკი: 4+

მაღლა / Up

რეჟისორი: პიტ დოკტერი, ბობ პეტერსონი. 2009 წელი. (აშშ).

რატომ უნდა უყუროთ?

ამ მულტფილმს შესანიშნავი სლოგანი აქვს: „როცა პრობლემები ფსკერისკენ გექაჩება, იყურეთ მაღლა“. სწორედ ეს არის მთავარი იდეა. ფილმი გვასწავლის მეგობრობას და პატივისცემას, ნატვრას და რწმენას, რომ ნატვრა ახდება. ფილმს ორი ოსკარი აქვს მიღებული – „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ და „საუკეთესო მუსიკა.“

ასაკი: 3+

უოლ-ი / WALL·E

რეჟისორი: ენდრიუ სტენტონი. 2008 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

უოლ-ი გვასწავლის ზრუნვას გარემოზე, ყველაფერ ცოცხალსა თუ არაცოცხალზე ირგვლივ, გვასწავლის თანაგრძნობას, სიყვარულს და იმას, რომ არაფერმა უნდა შეგაჩეროს მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

ასაკი: 4+

მერი პოპინსი / Mary Poppins

რეჟისორი: რობერტ სტივენსონი. 1964 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

ეს არის კლასიკური ისტორია სიკეთეზე, ჯადოსნობაზე, უნარზე, უჩვეულო მხრიდან დაინახო ჩვეულებრივი ნივთები და არ გეშინოდეს ცხოვრებისეული ცვლილებების. ფილმს 5 ოსკარი აქვს მიღებული, მათ შორის – საუკეთესო მუსიკისთვის და საუკეთესო ქალის როლისთვის ჯული ენდრიუსს.

ასაკი: 3+

ბედნიერი თათები / Happy Feet

რეჟისორი: ჯორჯ მილერი, უორენ კოულმენი, ჯუდი მორისი. 2006 წელი. (აშშ, ავსტრალია)

რატომ უნდა უყუროთ?

თუკი სხვებს არ ჰგავხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნები ბედნიერი – სწორედ ამაში არწმუნებს პატარა მაყურებელს პინგვინი მარბლი. მთავარია – იყო ის, ვინც ხარ.

ასაკი: 3+

პის ცხოვრება / Life of Pi

რეჟისორი: ენგ ლი. 2012 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

პის ისტორია გვაჩვენებს, რომ გამოუვალ სიტუაციაშიც კი არ შეიძლება ხელების ჩამოყრა და დანებება. ფილმს 4 ოსკარი აქვს, მათ შორის – საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებსთვის.

ასაკი: 6+

თავდაყირა / Inside Out

რეჟისორი: პიტ დოკტერი, რონალდო დელ კარმენი. 2015 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

„თავდაყირა“ გვასწავლის საკუთარი ემოციების გააზრებას და ადამიანების მოგონებებისა და გრძნობების მიმართ სხვაგვარ დამოკიდებულებას.

ასაკი: 6+

უცხოპლანეტელი / E.T. the Extra-Terrestrial

რეჟისორი: სტივენ სპილბერგი. 1982 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

სპილბერგის ეს ფანტასტიკა გვასწავლის, რომ ნებისმიერი ადმიანისთვის ერთ-ერთი მთავარი ნიჭი – ნამდვილი მეგობრობის ნიჭია. ფილმს 4 ოსკარი აქვს მიღებული.

ასაკი: 6+

ჰიუგო / Hugo

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე. 2011 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

ეს ულამაზესი, სათავგადასავლო ფილმი გვასწავლის, რომ უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავისა და საკუთარი სურვილების და იმას, რომ უნდა ვიბრძოლოთ ამ სურვილების ასრულებისთვის. ფილმს 5 ოსკარი აქვს მიღებული, მათ შორის – საუკეთესო დეკორაციებისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.

ასაკი: 12+

ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV – ახალი იმედი

რეჟისორი: ჯორჯ ლუკასი. 1977 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?

ფანტასტიკის სამყარო, თავისი გამოცანებითა და წინააღმდეგობებით, პატარებს ფანტაზიის განვითარებაში ეხმარება. მართალია, იმდროინდელი სპეცეფექტები თანამდეროვესთან შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ მაინც საოცრად შთამბეჭდავია. ფილმს 7 ოსკარი აქვსდა აქედან ერთი – სწორედ საუკთესო ვიზუალური ეფექტებისთვის. და რაღა თქმა უნდა, ამ ფილმში არის მარადიული თემები – სიკეთისა და ბოროტის ბრძოლა, მეგობრობის ფასი და სიმამაცის მნიშვნელობა.

ასაკი: 5+

loading...
Next Post

ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყდა

გაზიარება loading... Loading... კორპორაცია Microsoft-მა […]