ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყდა

geoinformer

Windows 7

კორპორაცია Microsoft-მა ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა. როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაციული სისტემის გამოსვლიდან 10 წელიწადზე მეტი გავიდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპიუტერები Windows 7-ზე კვლავ იმუშავებს, თუმცა მათი ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შეწყდა. გარდა ამისა, მოძველებული ოპერაციული სისტემის მომხმარებლები უსაფრთხოების სისტემის განახლებებს აღარ მიიღებენ, რაც მათ კომპიუტერებში ვირუსების შეღწევის რისკს ზრდის.

Microsoft-მა მომხმარებლებს Windows 10-ზე გადასვლა ურჩია, ვინაიდან 2009 წელს, Windows 7-ის შექმნის დროს, კიბერსაფრთხეების დონე გაცილებით დაბალი იყო და განახლებების გარეშე სისტემა თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება.

წყარო

Loading...
Next Post

ავსტრალიის ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი კვამლი მთელ დედამიწას შემოუვლის

გაზიარება ავსტრალიაში მასიური ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი […]