ავსტრალიის ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი კვამლი მთელ დედამიწას შემოუვლის

geoinformer

ტყის ხანძრების კვამლი

ავსტრალიაში მასიური ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი კვამლი დედამიწას შემოუვლის და ავსტრალიაში დაბრუნდება. ამის შესახებ NASA-ზე დაყრდნობით BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, კვამლმა სამხრეთ ამერიკაზე გადაიარა და უკვე ნახევარი პლანეტა გადაკვეთა. NASA-ში განმარტავენ, რომ ძლიერმა ხანძრებმა უჩვეულოდ ბევრი ჭექა-ქუხილი გამოიწვია, რის გამოც კვამლი სტრატოსფეროში, 17.7 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. 

კვამლმა სამხრეთ ამერიკაში ცის ფერი შეცვალა, ახალ ზელანდიაში კი ჰაერის ხარისხსა და მთებში თოვლის ფერზე იმოქმედა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ხანძრების სიძლიერეს კლიმატის ცვლილებამ შეუწყო ხელი. 

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას  28 ადამიანი ემსხვერპლა. 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. ხანძრებთან დაკავშირებით ქვეყანაში საჯარო გამოძიება ჩატარდება. დღეისთვის ავსტრალიაში ხანძრის 100 კერა ფიქსირდება.

წყარო

Loading...
Next Post

AP: რუსმა ჰაკერებმა კომპანია Burisma Holdings-ზე კიბერშეტევა განახორციელეს

გაზიარება უკრაინული კომპანია Burisma Holdings-ი რუსი […]