AP: რუსმა ჰაკერებმა კომპანია Burisma Holdings-ზე კიბერშეტევა განახორციელეს

geoinformer

loading...
ჰაკერი კიბერშეტევა Burisma

Loading...

უკრაინული კომპანია Burisma Holdings-ი რუსი ჰაკერების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Associated Press-ი კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანია Area 1 Security-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის გატეხვის მცდელობები ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო. Area 1 Security-ს ცნობით, შეტევა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა უცნობია რას ეძებდნენ ჰაკერები და მიიღეს თუ არა სასურველი ინფორმაცია.

Associated Press-ი ვარაუდობს, რომ ჰაკერები აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟზე, ჰანტერზე კომპრომატს ეძებდნენ. ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან Burisma Holdings-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

Area 1 Security მიიჩნევს, რომ Burisma Holdings-ზე კიბერშეტევა რუსეთის სამხედრო წრეებთან დაახლოებულმა ჰაკერებმა განახორციელეს, რომლებმაც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი გატეხეს.

Burisma Holdings-ი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ერთ-ერთი საბაბი გახდა. სწორედ ეს კომპანია ახსენა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელინსკისთან სატელეფონო საუბარში. ტრამპმა ზელენსკის კომპანიაში ჰანტერ ბაიდენის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება სთხოვა.

წყარო

loading...
Next Post

მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულზეა

გაზიარება loading... Loading... ბოლო ათი […]