მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულზეა

geoinformer

ბოლო ათი წლის მანძილზე მსოფლიო ოკეანის ტემპეატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, წერს Deutsche Welle.  

ტემპერატურამ მატება 1950 წლიდან დაიწო და ყოველ ხუთ წელიწადში ახალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ნათქვამია კვლევაში, რომელიც მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა და ჩინეთის ფიზიკის და ატმოსფეროს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მოამზადეს. 

ამ მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიო ოკეანეში ორი კილომეტრის სიღრმეში ტემპერატურამ  0,075 გრადუსს გადააჭარბა. ეს ტემპერატურა სპეციალისტებმა 1981-დან 2010 წლამდე დააფიქსირეს. ამასთან, მსოფლიო ოკეანის დათბობა კლიმატის ცვლილებების გამო დაჩქარდა.

მეცნიერების განცხადებით, ოკეანეში წყლის დათბობა წყალდიდობას, გვალვას, ტყის ხანძრებსა და ძლიერ შტორმებს იწვევს. 

წყარო

Loading...
Next Post

მხარი დავუჭიროთ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

გაზიარება მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო […]