ირანის პრეზიდენტმა პენტაგონი და აშშ-ის არმია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

geoinformer

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პენტაგონი და აშშ-ის არმია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. აღნიშნული კანონი ირანის პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. კანონის თანახმად, ტერორისტად ითვლება ყველა, ვინც სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. ის ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე და „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის სამხედრო პოზიციების გაძლიერებასა და ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობდა.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ცხადად დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი გადატრიალება იყო“ თეა წულუკიანი

გაზიარება მშვიდობა, ადამიანი და მისი […]