„მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ცხადად დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი გადატრიალება იყო“ თეა წულუკიანი

geoinformer

მშვიდობა, ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მიხეილ სააკაშვილის ღირებულება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში დაინტერესდა გამოძიება სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელმაც უკვე ცალსახად, ცხადზე ცხადად დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი იყო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მათი წიაღიდან და ხელმძღვანელიდან წამოსული ეს განცხადება ადასტურებს ამ ფაქტს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ უკვე ცალსახად დავინახეთ, ხელისუფლებამ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა იმ ღამეს შეძლეს არამხოლოდ პარლამენტის, არამედ ქვეყნის დაცვა უკანონო მოვლენებისგან და იმ დესტაბილიზაციისგან, რომელიც აუცილებლად მოჰყვებოდა მათ მიერ შემუშავებული გეგმის წარმატებით წარმართვას. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობები და არ აქვს ფუფუნება, მასსავით უპასუხისმგებლოდ ისაუბროს, ვმუშაობთ, რათა ამ ქვეყანაში გაგრძელდეს სტაბილურობა და შევინარჩუნოთ ის უმთავრესი და საბაზისო ღირებულება, რის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ეს არის მშვიდობა. მშვიდობა არასდროს იყო სააკაშვილის ღირებულება. ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა: „20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო, კიდევ ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მომენტი გავუშვით“.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას შს სამინისტრო შეისწავლის.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

სალომე ზურაბიშვილი კალანდობას სოფელ შემოქმედში, ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა

გაზიარება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი […]