სალომე ზურაბიშვილი კალანდობას სოფელ შემოქმედში, ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა

geoinformer

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჩხატარაშვილების ოჯახში მეკვლედ მივიდა, საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„დიდი მადლობა ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახს მასპინძლობისთვის სოფელ შემოქმედში. მინდა, სრულიად საქართველოს გურიიდან მოგილოცოთ კალანდობა! მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ. კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს და სხვა მხარეების ძლიერი ტრადიციები, მათი ერთიანობა, ქმნის საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად ჩხატარაშვილების ოჯახს კალანდობა გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

ოკუპირებულ აფხაზეთში ნებისმიერ პროცესს არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არავინ აღიარებს და არც შეიძლება, აღიარებდეს ირაკლი ბერაია

გაზიარება ოკუპირებულ აფხაზეთში ნებისმიერ პროცესს […]