კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება

geoinformer

კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება.

„სრიალის მოყვარულებს გიმასპინძლებთ გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროები, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, არაჩვეულებრივი სასრიალო ტრასები და გოდერძის ულამაზესი ბუნება“, – აღნიშნულია მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.

კურორტის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00 საათი, შაბათი-კვირა 10:00-17:00 საათი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კურორტის სტუმრებს შეეძლებათ, ისარგებლონ სასრიალო გზებით: „ზანკა1“, „იალა1“, „იალა2“.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

გლდანში ტექნიკის მაღაზია გატეხეს

გაზიარება გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე […]