საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

geoinformer

loading...

Loading...

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, საქონლის ღირებულებამ 9,304.51 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცობეს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 69.05 გრამი) აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 9,304.51 ლარის ოდენობით“, ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა კონფლიქტის დარეგულირების შეთანხმებას ხელი მოაწერა

გაზიარება loading... Loading... ტრიპოლიში განთავსებული […]