რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

geoinformer

loading...

Loading...

ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. გუშინ ბარციცი ამტკიცებდა, რომ რაულ ხაჯიმბა „მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში“ კენჭს აღარ იყრიდა.

„მომავალში ვნახოთ როგორ მოვიქცევი. ახლა, ჯერჯერობით ამის დრო არ არის. ცხოვრება გვაჩვენებს“,-განაცხადა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 21 საუდელი კადეტი გააძევა

გაზიარება loading... Loading... ამერიკის შეერთებულმა […]