პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებებმა გრიპთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ

geoinformer

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამბულატორიულ დაწესებულებებში გრიპის ვირუსით პაციენტთა მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა, თუმცა მაჩვენებელი მაღალი არ არის.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ აღნიშნა, ვირუსის გამწვავების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე 220-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის. მისივე თქმით, ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან სასწავლო პროცესს კავშირი არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებებმა ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის სეზონი სავარაუდოდ აპრილამდე გაგრძელდება.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რამდენმა პირმა გამოთქვა გენერალური პროკურორობის სურვილი

გაზიარება პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, საპროკურორო […]