პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რამდენმა პირმა გამოთქვა გენერალური პროკურორობის სურვილი

geoinformer

loading...

Loading...

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, საპროკურორო საბჭოში რამდენმა პირმა შეიტანა განაცხადი და კონკრეტულად ვინ გამოთქვა გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილი.

როგორც გენერალურ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გრძელდება და ის 17 იანვარს დასრულდება.

„წარმოდგენილი კანდიდატების ვინაობა განთავსდება საპროკურორო საბჭოს საიტზე pc.gov.ge”,- აცხადებენ პროკურატურაში.

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები 17 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრება.

გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

ვლადიმირ ზელენსკიმ პედოფილების რეესტრის კანონს ხელი მოაწერა ნახეთ, რას გულისხმობს აღნიშნული კანონი

გაზიარება loading... Loading... უკრაინის პრეზიდენტმა, […]