ვლადიმირ ზელენსკიმ პედოფილების რეესტრის კანონს ხელი მოაწერა ნახეთ, რას გულისხმობს აღნიშნული კანონი

geoinformer

loading...

Loading...

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ პედოფილების რეესტრის კანონს ხელი მოაწერა. რეგულაციის თანახმად, რეესტრთან წვდომას მხოლოდ ეროვნული პოლიციისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს უფლებამოსილი პირები მიიღებენ.

ამასთან, რეესტრიდან ინფორმაციის მიღების უფლება ასევე ექნებათ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის ან სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომლებიც ბავშვებს მეთვალყურეობენ და მათ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალურ მომსახურებას უწევენ.

რეესტრზე წვდომა, ასევე, შესაძლებელი იქნება სამთავრობო ორგანოების ხელმძღვანელების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და იმ პირებისთვის, რომელთაც სურთ, შეამოწმონ სიაში თავიანთი ყოფნა.

იმ პირებს, რომლებსაც რეესტრში შეიყვანენ, მოეთხოვებათ, აცნობონ პოლიციას საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაოს შეცვლის შესახებ.

კანონი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაზრდას 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მისი ნებაყოფლობითი თანხმობის მიუხედავად. დაწესებული სასჯელი 10-15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

პანკისში დაგეგმილი ორი ჰესის მშენებლობა ამ დრომდე ვერ იწყება

გაზიარება loading... Loading... პანკისში 2019 […]