(ვიდეო)-ქართველი მოციგურავის საოცარი გამოსვლა და აღფრთოვანებული მაყურებელი

geoinformer

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ძირითად საასპარეზო სარბიელად ლოზანის საციგურაო არენა ჰქონდა.ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავეთა წყვილები და გოგონები (ერთეულები) მოკლე პროგრამით გამოვიდნენ. საქართველო ორივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად ყინულზე მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის წყვილი გავიდა.12 მონაწილეს შორის კაიგოროდცევი/ლებედევა-ბითაძის წყვილმა 47.20 ქულა დაიმსახურა, რაც მე-11 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ 13 იანვარს თავისუფალი პროგრამა ექნებათ.საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ იასპარეზა ერთეულებში. ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა უკეთესქულებსაც იმსახურებდა. ამგვარად, ურუშაძემ პრიზიორებში მოხვედრის შანსი მაინც შეინარჩუნა. მას საამისოდ 13 იანვარს თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობა მართებს.

Loading...
Next Post

(ვიდეო)-ცოტაც... ველოდებით - რა ფოტოკადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

გაზიარება “ცოტაც… ველოდებით” – რ […]