საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

geoinformer

loading...

Loading...

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას. განხილული იქნა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები. ელჩმა იური ლუიკს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისათვის.

იური ლუიკმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებზე ზემოქმედებას რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიც ცდილობენ

გაზიარება loading... Loading... აშშ-ის სახელმწიფო […]