დიდუბის ავტოსადგურთან სამი ავტომობილი და მოტოციკლი დაეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი

geoinformer

Loading...

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

რუსული მხარე იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საქართველოსგან თანხმობას ითხოვს

გაზიარება Loading... რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი […]