ვინ არის ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

geoinformer

Loading...

თელაველი კოლექციონერის, ქეთევან იაშვილის სახელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი. პროფესიით ექიმმა-კოსმეტოლოგმა, რომლის ცხოვრების უდიდესი გატაცება ფერწერული ტილოების შეძენა იყო, საქართველოს 400-მილიონ ლარად შეფასებული საგანძური დაუტოვა – თელავის ისტორიულ მუზეუმში, ამჟამად, 1870 ექსპონატია გამოფენილი, რომელთანაგ 200 ქეთევან იაშვილის პირად კოლექციას ეკუთვნის.

იაშვილის კოლექცია მრავალფეროვანია. მსოფლიოში ცნობილი ფერწერული ტილოებიდან, აღსანიშნავია გერმანელი მხატვრის კარლ პილოტის “ლუდოვიკო მე-17 ტყვედ იაკობინელებთან”; ფრანგი მხატვრის რენოს “მთვარიანი ღამე”; მიხაი ზიჩის “ვეფხისტყაოსნის მირთმევა თამარისათვის”; უცნობი ავტორის “მადონა ყრმით” და ა.შ.

ქართველი მხატვრებიდან ქეთევან იაშვილის კოლექციაში ისეთი გენიალური შემოქმედები არიან წარმოდგენლნი, როგორებიცაა: გიგო გაბაშვილი (ოთხი ორიგინალი ტილო), ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და სხვები.

“ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი…” – წერდა თავის მოგონებებში ქეთევან იაშვილი.

წყარო: “ამბები.ჯი”

loading...
Next Post

ბებიამ შვილიშვილი კატის გადასარჩენად მეხუთედან მეოთხე სართულზე თოკით ჩაუშვა - შემთხვევა ჩინეთში

გაზიარება Loading... ჩინეთში, გამვლელებმა გადაიღეს […]