კვლევა: მსოფლიოში 5 ადამიანიდან 1 სეფსისით იღუპება

geoinformer

სეფსისი

მსოფლიოში 5 ადამიანიდან 1 სეფსისის მსხვერპლია. დაავადებით, რომელსაც სისხლის მოწამვლას უწოდებენ, მსოფლიოში, წელიწადში 11 მილიონი ადამიანი იღუპება. BBC ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს მაჩვენებელი კიბოთი გარდაცვლილების რაოდენობას აღემატება. 

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, საგანგაშო შედეგები (85%) დაფიქსირდა როგორც ღარიბ, ასევე საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, თუმცა ამ გამოწვევის წინაშე უფრო მდიდარი სახელმწიფოებიც დგანან. მაღალი რისკის ქვეშ 10 ბავშვიდან 4 გამოავლინეს, მათი ასაკი 5 წელია. 

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ სეფსისი ფარული მკვლელის სახელით არის ცნობილი, რადგან მისი დადგენა საკმაოდ რთულია. 

როგორ უნდა შემცირდეს დაავადების მაჩვენებელი, ბევრ ქვეყანაში ეს პრობლემა სანიტარულ ნორმებს, სუფთა წყალს და ვაქცინაზე წვდომას უკავშირდება. 

წყარო

Loading...
Next Post

სარდაფში გამოკეტვა, შიმშილი და ცემა შვილების თვალწინ - 36 წლის ქალმა ქმრის ძალადობას ვეღარ გაუძლო და თავი მოიწამლა

გაზიარება მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლზე […]