მთავარი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ხუთი კანდიდატი წარადგინეს

geoinformer

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ხუთი კანდიდატი წარედგინა. იურისტ დავით ზირაქაშვილის კანდიდატურას, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.

იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა. ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.

ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა. ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი კი საპროკურორო საბჭოს სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

სოფელ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს

გაზიარება სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად […]