გაიფიქრა დავით ბაქრაძემ და სიდედრს ეჭვის თვალით შეხედა

geoinformer

Loading...

პუბლიცისტ დავით კალანდიას პოსტი ndi-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვასთან დაკავშირებით:

NDI-ის გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ. NDI-ს კვლევა ისევ მხოლოდ დავით ბაქრაძის ოჯახში ჩატარდა.

ჩემი რეიტინგი დაბლა იწევს, გაიფიქრა დავით ბაქრაძემ და სიდედრს ეჭვის თვალით შეხედა. სიდედრი ვითომც არაფერი, იჯდა მაგიდასთან, კაკალს კბილით ამტვრევდა, დავით ბაქრაძეს თვალს არიდებდა და თავისთვის რაკოცი-მარშს უსტვენდა.

დავით ბაქრაძემ ვერ მოითმინა:

-კარგი, კარგი, ქალბატონო პელო, აი თქვენი ტელევიზორის პულტი და უყურეთ სერიალებს. -აააა, შეგეშინდა?-გესლიანად გაიცინა ქალბატონმა პელომ- თუ ცუდად მოიქცევი, შემდეგ ჯერზე ბიძინას მივცემ ხმას. და ჩართო თურქული სერიალი ბრძოლა საბნის ქვეშ. და მაქსიმუმზე აუწია ხმას.

დავით ბაქრაძის ერთოთახიან ბინაში დროებითი მშვიდობა დამყარდა. შემოვიდა დავით ბაქრაძის ცოლი: -გავაცილე მკვლევარები. დედა, თქვენ სულ გამოშპენტერდით, რა კალაძე, რის კალაძე? დედა პელო კაკალს ამტვრევდა, სერიალს უყურებდა და აღარ აინტერესებდა არც ბალი და არც ათი შაური. წერს დავით კალანდია.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

თამაში Cyberpunk 2077 აპრილის ნაცვლად 2020 წლის სექტემბერში გამოვა

გაზიარება Loading... თამაში Cyberpunk 2077-ის […]