თამაში Cyberpunk 2077 აპრილის ნაცვლად 2020 წლის სექტემბერში გამოვა

geoinformer

Cyberpunk 2077

Loading...

თამაში Cyberpunk 2077-ის რელიზი 17 სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ თამაშის მწარმოებელმა პოლონურმა სტუდია CD Projekt RED-მა განაცხადა

თამაშის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულეს, მაგრამ დამატებით ტესტირებისთვის მეტი დროის გამოყენება სურთ. 

„გვინდა Cyberpunk 2077-ი კონსოლების თაობის ბრილიანტი გახდეს, რელიზის გადატანა კი იმ საჭირო თვეებს მოგვცემს, რომელთა განმავლობაშიც თამაშს სრულყოფილებამდე მივიყვანთ“, – განაცხადა სტუდიის ხელმძღვანელმა ადამ ბადოვსკიმ

თავდაპირველად თამაშის გამოსვლა 16 აპრილს იგეგმებოდა. თამაშის ერთ-ერთ პერსონაჟს მსახიობი კიანუ რივზი ახმოვანებს. სტუდია CD Projekt RED-ის ყველაზე ცნობილი პროექტი თამაში „მხედვარია“.

წყარო

loading...
Next Post

მიშა სააკაშვილო, ნოდარ და ნიკა, პირადად ჩემგან ეს, რომ იცოდეთ შალვა რამიშვილი (ვიდეო)

გაზიარება Loading... ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა […]