რას ჰყვება თამთა კოსტავაზე, მერაბ კოსტავას უახლოესი მეგობარი – მაინტერესებს რატომ ატეხეს ხმაური?

geoinformer

Loading...

თამთა კოსტავას გარშემო ატეხილ ხმაურზე კომენტარი გააკეთა მერაბ კოსტავას უახლოესმა მეგობარმა, უზენაესი საბჭოს დეპუტატმა, ამჟამად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ნუგზარ მგალობლიშვილმა:

“საკვირველია, პირდაპირ, ათწლეულები არ უკითხავთ თამთა კოსტავა და მისი დედა დალი გიორგაძე. მას ორივე თეძო იმპლანტი აქვს. თამთა კოსტავა უნიჭიერესი ადამიანია, შესანიშნავი მხატვარი, კარგად ფლობს ინგლისურ ენას. რატომ ატეხეს აჟიოტაჟი, სასეირნოდ გავიდა და ააგორეს ეს სისულელეები. ის ხშირად დადის მუზეუმებში. არ მესმის, რატომ ატეხეს ხმაური. ეტყობა, საქმე არაფერი აქვთ. თამთა მხატვარია და ბუნებაში უყვარს გასვლა, რა მოხდა, დღისით გავიდა და საღამოს დაბრუნდა. ამ ფეისბუქში და ონლაინ გამოცემებში კი ატეხეს ერთი ამბავი. დამირეკეს და მკითხეს, რა ხდებაო. არაფერი არ ხდება-მეთქი.

მას აქვს მცირეოდენი პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ დღევანდელ დროში ვის არ გვაქვს ამ მხრივ პრობლემები? მას ამერიკაში სწავლის დროს შეეცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს საკითხი შესასწავლია, რა მიზეზებმა განაპირობა ეს. ამაზე ამომწურავად სხვა დროს ვისაუბრებ. ის სიკეთით სავსე ადამიანია. ამას წინათ ჩემზე უთქვამს თინათინ მღვდლიაშვილისთვის, მამობას მიწევსო. განსაკუთრებული ნდობით არის, მას კარგი განათლება აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა უნივერსიტეტი, არის მხატვარი”, – განუცხადა “ალიას” ნუგზარ მგალობლიშვილმა.

loading...
Next Post

2012 წელს არჩევნების წინ სოციოლოგიური გამოკითხვებით ინერგებოდა განწყობები, რომ ნაცმოძრაობა დიდი უპირატესობით მოიგებდა

გაზიარება Loading... ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე […]