ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დღეს კვლავ საფრთხეს წარმოადგენს და ბადრი ბასიშვილი პარლამენტის წევრია, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ვახტანგ შაქარიშვილი

geoinformer

Loading...

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს კვლავ საფრთხეს წარმოადგენს და ბადრი ბასიშვილი პარლამენტის წევრია, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, ასე ეხმაურება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვახტანგ შაქარიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილით ადგილმონაცვლეობას.

ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, ამ მოვლენით, შეურაცხყოფილია „ქართული ოცნების“ უამრავი მხარდამჭერი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი.

„დღეს, საქართველოს პარლამენტში სიმბოლური კენჭისყრა შედგა, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კი არ მიიღო მონაწილეობა ისეთი ოდიოზური პირის მხარდაჭერაში, როგორიც არის ბადრი ბასიშვილი. ბადრი ბასიშვილი სიმბოლოა ყველაფერი იმ სისასტიკისა და ძალადობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში სჩადიოდა. ის არის ზონდერი და რომ არა „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველთან და სამართლიანობასთან მიმართებაში, ეს ადამიანი დიდი ხნის წინ უნდა დასჯილიყო!

სულ ახლახანს 20 ივნისის ცნობილი მოვლენების დროს ის იყო ერთ-ერთი ლიდერი, მეთაური იმ დაჯგუფებისა, რომელიც შტურმს ახორციელდებდა პარლამენტში შესაღწევად. დღეს კი ის საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით შევიდა. სამწუხაროდ, სხვა საკითხებზე კენჭისყრებისგან განსხვავებით, არ გამოჩენილან მეამბოხე დეპუტატები, რომლებიც რეალურად შეეწინააღმდეგებოდენენ ამ უმსგავსო მოვლენას, რომლითაც შეურაცხყოფილია „ქართული ოცენების“ უამრავი მხარდამჭერი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი,“ განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე პლენარულ სხდომას არ დასწრებია და არც აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

რატომ გაახსენდა NDI“ -ის გავრილოვის ღამე ნოემბერში? ვალერიან გორგილაძე

გაზიარება Loading... რატომ გაახსენდა NDI“ […]