თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა

geoinformer

Loading...

თბილისის საქალაქო სასამართლომ “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჯაფარიძეს სახდელის სახედ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შეგახსენებთ, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დააკავეს.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

გაზიარება Loading... სომხეთის სახელმწიფო უშიშროების […]