სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

geoinformer

Loading...

სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ კუტოიანი ერევანში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გეორგ კუტოიანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კუტოიანის ცხედარი საკუთარ სახლში მისმა მეუღლემ იპოვა. ადგილზე იქნა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეკუთვნოდა თუ არა ის გარდაცვლილს.

კუტოიანი სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს 2012-დან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

თბილისში ახალგაზრდა იმ დროს დააკავეს, როცა მაღაზიიდან ფულს და ლეპტოპს იპარავდა

გაზიარება Loading... შინაგან საქმეთა სამინისტრომ […]