7 თებერვლამდე სიყვარულის პლანეტა თევზებშია – ვის რა ელის პირადში და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე

geoinformer

image

Loading...


13 იანვრიდან ვენერა თევზების ზოდიაქოში გადაბრძანდა და იქ შვიდ თებერვლამდე გაჩერდება, რა შეიძლება ამ პერიოდში მოხდეს… ვენერა, როგორც უკვე იცით, სიყვარულისა და მატერიალურ კეთილდღეობას განაგებს, თევზების ზოდიაქოში კი თავს კარგად გრძნობს – “როგორც თევზი წყალში”. უნდა გაგახაროთ, ფული გექნებათ, მაგრამ გაურკვეველ სიტუაციებში მიიღებთ და ასევე გაურკვეველ სიტუაციებში გაფლანგავთ. შეიძლება, ვერც მიხვდეთ, სად დახარჯეთ თანხა. საფონდო ბირჟებზე კი მშვიდი სიტუაცია იქნება.

კარგ შედეგებს მოგიტანთ რეკლამასთან, ალკოჰოლთან და ფეხსაცმელთან დაკავშირებული საქმიანობა, ყიდვა-გაყიდვაც. შემოქმედებით ადამიანებსაც ელით წარმატება და მოემართებათ ხელი.

კარგია, რომანტიკული ურთიერთობის დაწყება, როცა ვენერა თევზებშია, ასეთი ურთიერთობა ხშირად მთავრდება ქორწინებით და მყარი ოჯახის შექმნით. პარტნიორები ფსიქოლოგიურად კარგად უგებენ ერთმანეთს. მეტად უნდებათ განმარტოება და ერთმანეთით ტკბობა. ამ პერიოდში შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი სხვა კულტურის მქონე ადამიანების, უცხოელების, შორს მცხოვრების მიმართ.

16 იანვარი – ვენერა ურანის სექსტილის გამო – მოქმედების ვადა 19 იანვარი. გააქტიურდება სოციალური ცხოვრება, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდებათ. მოსალოდნელია მოულოდნელი დამთხვევები, სასიამოვნო სიურპრიზები. ამ პერიოდში მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობა, ფინანსური საკითხების მოულოდნელი გადაწყვეტა. ადამიანებს მოუნდებათ გართობა, ურთიერთობები შეიძლება დამყარდეს საერთო ინტერესების გამო. მეგობრული და საქმიანი კავშირი შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს. კარგი პერიოდი ელით დიზაინერებს, მხატვრებს, ფრილანსერებსა და შემოქმედებით ადამიანებს.

23 იანვარი – ვენერა იუპიტერის სექსტილი – მოქმედების ვადა 27 იანვარი. მოიმატებს სოციალური აქტიურობა. ადამიანები მეტად აქტიურები გახდებიან, მოიმატებს სოციალური კონტაქტები. სურვილი გაგიჩნდებათ, მეტი დრო გაატაროთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. მარტივად მოგვარდება უსიამოვნებები, ადამიანები მარტივად შეთანხმებიან მანამდე არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე. 21-24 იანვრის პერიოდში დაწყებული რომანები დიდხანს გაგრძელდება.

27 იანვარი – ვენერა ნეპტუნის შეერთება – მოქმედების ვადა 31 იანვარი. მოერიდეთ ამ პერიოდში ფინანსური საკითხების მოგვარებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. აგრეთვე, მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს, ინტრიგებს, აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას, საქმეების დაწყებას. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას.

ზოგიერთმა შეიძლება საიდუმლო რომანი გააბას. ზოგადად, ეს საიდუმლო შეხვედრების პერიოდია. არსებულ რომანებსა და საიდუმლო კავშირებს კი მეტი რომანტიზმი შესძინოს. საყვარელ ადამიანთან შეიძლება მოიმატოს სულიერების შეგრძებამ. ახალგაცნობილებთან (განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან) სიფრთხილე გმართებთ, საკუთარი ილუზიების მსხვერპლი არ გახდეთ, ზედმეტად არ გააიდეალოთ ადამიანი.

სამაგიეროდ, შემოქმედობით საქმიანობაში – მხატვრობასა და მუსიკაში – მეტ აღმაფრენას იგრძნობთ და შეიძლება შედევრებიც კი შექმნათ. საკუთარი შეგრძნებები შემოქმედებით იდეებად აქციოთ.

2 თებერვალი – ვენერა პლუტონის სექსტილი – მოქმედების ვადა 6 თებერვალი. მოიმატებს რომანტიკული ლტოლვა, სექსუალურობა. მეტად მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან სიახლოვე. ახალი რომანი შეიძლება სექსუალურ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თუმცა, ზედმეტად ჩაციკლული ნუ იქნებით პარტნიორზე. ეს აგრეთვე საიდუმლო რომანის განვითარების დროა. ამ პერიოდში კარგია ალიმენტის, მემკვიდრეობს, გადასახადების – ერთი სიტყვით, ფინანსური საკითხების მოგვარება.

2 თებერვალი – ვენერა სატურნის სექსტილი – მოქმედების ვადა 7 თებერვალი. ამ დღეებში საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობები, რომლებიც არასაიმედო იყო, შეიძლება დასრულდეს. სასურველია, რჩევა ჰკითხოთ ასაკით უფროს და გამოცდილ ადამიანებს. მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო და საბინაო საკითხების მოგვარებას. აგრეთვე კარგი პერიოდია ფინანსური დახმარების საძიებლად. ამ პერიოდში მეტად უნდა აკონტროლოთ ემოციები, ვნება. ადამიანები მეტად რეალისტურები და პრაქტიკულები გახდებიან. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას ასაკით თავისზე უფროს ადამიანთან.

არასასიამოვნო დღე:

27 იანვარი – ვენერა მარსის კვადრატი – მოქმედების ვადა პირველი თებერვალი. მოიმატებს ემოციები, სექსუალური და რომანტიკული მოთხოვნები. მოსალოდენელია უსიამოვნება პირად და საქმიან პარტნიორებთან. უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გხდეს დაგროვილი პრეტენზიები, გადამეტებული მოთხოვნები პარტნიორისადმი. პირად ურთიერთობაში შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს კითხვა: “გიყვარვარ თუ არა?” ეცადეთ, ეს პერიოდი ფრთხილად განვლოთ. თუ პრობლემა წარმოიშვება, პრეტენზიას პრეტენზიით არ უპასუხოთ. აგრეთვე, მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას. ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ ემოციებმა გმართონ. ამ პერიოდში არ აიღოთ საკუთარ თავზე ფინანსური ვალდებულებები და არც ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. არ გააფორმოთ პარტნიორული ხელშეკრულებები. საქმეები კი ცივი გონებით მოაგვარეთ.

ასევე ნახეთ:

“სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული” – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

“აპოკალიფსის წელი”, ხალხის მიგრაცია და წყალდიდობები – რას გვიმზადებს 2020-ის რეკორდული დაბნელებები

0

loading...
Next Post

20 საიდუმლო, რომლის შესახებ არც ერთი გინეკოლოგი არ გიამბობთ

გაზიარება აი, რას ამბობენ გინეკოლოგები: […]