ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათები დააზიანეს – დაკავებულია ერთი ადამიანი

geoinformer

Loading...

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების 7 სანათი დაზიანეს. სანათების დაზიანების ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

“მე როდესაც მოვედი ბაღში, პოლიციელებს სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული ჰყავდათ. ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. სულ 7 სანათია დამტვრეული”,- უთხრა რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერიის ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი დირექტორმა ზვიად ქარჩავამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში, ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი დააზიანეს.

ზუგდიდის რეაბილიტირებულმა ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები 29 დეკემბერს მიიღო.

loading...
Next Post

(ვიდეო)-რატომ გვაქვს 90-იანი წლების ნოსტალგია?

გაზიარება Loading... კერასინკა, უშუქობა, სროლის […]