ვწუხვარ, რომ ივანიშვილისგან მიღებულ თანხას უკან ვერ ვაბრუნებ – დიმიტრი ტატიშვილი მილიარდერში ქვეყნის მტერს ხედავს

geoinformer

loading...

Loading...

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული დახმარების შესახებ საუბრობს და გარკვეულ მომენტებზე გული სწყდება:

“მე ვთვლი, ჩემს ქვეყანას ვინც აზარალებს, უნდა გააკრიტიკო ისე, როგორც შეგიძლია. ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით იმას, რომ ეს მმართველობა ქვეყანას ვნებს. ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვაკრიტიკოთ, არამედ უნდა შევცვალოთ. მტერს უნდა ვებრძოლოთ, მტერი არის ყველა, ვინც შენს ქვეყანას აზიანებს.

2011 წელს, როდესაც პირველად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ინტერვიუ ვნახე, თეატრში მივედი და ვთქვი, მისგან დახმარებას აღარ მივიღებ-მეთქი. ჩემნაირად რამდენიმე ადამიანი მოიქცა. თავიდანვე მივხვდი, ეს არის იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტია, მართავს რუსეთს, ასეა მიტაცებული ჩვენი სახელმწიფოც. დიდი ბრძენი და მცოდნე არა ვარ, მაგრამ რაც ჩემი ჭკუით გავაანალიზე, მივხვდი, ეს კაცი კარგს არაფერს მოუტანდა საქართველოს და ასეც მოხდა. მე იმის მერე დახმარება არ მიმიღია, ვწუხვარ, რაც მანამდე მქონდა აღებული, იმას ვერ დავაბრუნებ.

დიდი ხანი არც ვიღებდი. ეს იყო ყოველთვიურად 320 ლარი, რვა წლის წინ ეს კარგი თანხა იყო, უარის თქმა ადვილი არ გახლდათ, მაგრამ ამ ფულს ვეღარ მივიღებდი და ახლა პირნათელი ვარ ჩემს თავთან”, – განუცხადა “ამბებს” დიმიტრი ტატიშვილმა.

loading...
Next Post

ზუგდიდში დევნილებისთვის 8 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს

გაზიარება loading... Loading... ზუგდიდში დევნილებისთვის […]