ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – პრეზიდენტი ჩიჩილაკის საკითხზე ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა

geoinformer

loading...

Loading...

სალომე ზურაბიშვილი გურიაში კალანდის აღნიშვნისა და ჩიჩილაკისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით. ეს ეხება გურიაში კალანდობასა და ჩიჩილაკის მომზადების წესს, როგორც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად საკმაოდ საინტერესო და კარგ ელემენტს.

დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და დავიწყეთ ამ საჯარო განცხადების შემდეგ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად”, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა კალანდის აღნიშვნისა და ჩიჩილაკისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების თაობაზე გურიაში სტუმრობისას ისაუბრა.

loading...
Next Post

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

გაზიარება loading... Loading... ერევანში სომხეთის […]