რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

geoinformer

Loading...

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ – მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის…

დედა ვეფხი თავისი 5 ბოკვერით –   ეს განსაკუთრებული ნიშანია და გამარჯვებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ველური ცხოველების გადარჩენისთვის იღწვის.

ფოტო ინდოეთში, ნაკრძალ Kishanpur-ში მორიგი ექსკურსიის დროს, 4 იანვარს, ნაკრძალის გიდმა სიდჰარტ სინგჰმა გადაიღო.

„ამ ვეფხვს უკვე 4 წელია თვალ-ყურს ვადევნებთ და ვაკვირდებით. ის განსაკუთრებულად მეგობრულია ტურისტებთან და ხშირად გამოდის ტურისტული ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გზაზე. შაბათსაც, როცა ჩვენ ვიდეოს ვუღებდით, იგი გზაზე იჯდა და წყნარად გვიყურებდა. რამოდენიმე წამში კი თავის ბოკვერებს დაუძახა და მაშინ გავიგეთ, რომ 5 შვილი გაუჩენია,“ – ჰყვება სინგჰი გამოცემისთვის Times of India.

ეს მართლაც განსაკუთრებული ამბავია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვეფხვი, ძირითადად, 2-3 ბოკვერს აჩენს.

მას შემდეგ, რაც ნაკრძალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი დედა-ვეფხვი თავისი შვილებით ტვიტერში გამოქვეყნა წარწერით: „ეს ჯადოსნური ფოტოა… აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა ეხმარება ამ ცხოველებს, გადაშენებას გადაურჩნენ“, ფოტო ვირუსულად გავრცელდა ქსელში.

ეს, სულ ცოტა, იმის მაჩვენებელია, პლანეტის ველური ფლორისა და ფაუნის ესთეტიკური, მეცნიერული, კულტურული, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა არამხოლოდ კონვენციებსა და სამოქმედო გეგმებშია გაწერილი, არამედ ადამიანების სულ უფრო მეტ რაოდენობას აქვს გააზრებული.

 

Next Post

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება Loading... რას გვირჩევენ ვარსკვლავები […]