ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

geoinformer

Loading...

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet.

ბიოდეგრადირებულ კაფსულებში 23 მილილიტრი ვისკი ეტევა. პირში მოხვედრისას კაფსულა სკდება და წამიერად არომატის „აფეთქებას“ იგრძნობთ.

ვისკის კაფსულებისთვის მასალა Notpla-მ შექმნა – ეს არისსტარტაპი, რომელიც ბიოდეგრადირებად შესაფუთ მასალას მცენარეებიდან და წყალმცენარეებიდან ამზადებს.

ასეთ კაფსულებს Notpla-ში Ooho-ს უწოდებენ და სურთ, კაფსულები წყლის, წვენების და სხვა სახის სასმელისთვისაც დაამზადონ.

ქსელში კაფსულებით სახით ვისკის გამოშვებას ბევრი მომხმარებელი უარყოფითად შეხვდა, რადგან, მათი თქმით, ასეთი სახით ალკოჰოლის მიღება სმის კულტურას ეწინააღმდეგება.

„ვისკი ან ვისკიანი კოქტეილი იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ნელ-ნელა წრუპოთ და დატკბეთ და არა წამიერი გემოს აფეთქებისთვის,“ – წერენ მომხმარებლები.

თუმცა, მეორე მხრივ, კაფსულა მოხერხებული საშუალება შეუმჩნევლად სმისთვის.

The Glenlivet-მა ვისკის კაფსულები London Cocktail Week-ზე წარადგინა.

Next Post

ადამიანი ოდესღაც ჭეშმარიტად ბედნიერი იყო

გაზიარება “ყველა ადამიანი მიელტვის ბედნიერებას. […]