სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს – ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

geoinformer

Loading...

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ.

ამერიკული სკოლის დაწყებით კლასის მასწავლებლებმა ჯარალი მეტკლაფმა და დაინა რობერტსონმა ამ ექსპერიმენტის ინსტრუქცია ერთ-ერთი ბავშვთა კლინიკის ვებგვერდზე ნახეს და გადაწყვიტეს, მსგავსი ცდა საკუთარ მოსწავლეებთანაც ჩაეტარებინათ. ბავშვები დიდი ინტერესოთ დათანხმდნენ.

ექსპერიმენტისთვის დასჭირდათ: პური, ჰერმეტული (ზიპიანი) პაკეტები, ნოუთბუქი, მადეზინფიცირებელი საშუალება, საპონი და წყალი. 

მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს, თუ რამდენი მიკრობი ცხოვრობს მათ ხელისგულებზე და როგორი საშიშია ჯანმრთელობისთვის, დაუბანელი ხელებით ჭამა. 

 

1. ამ პურის ნაჭრით ნოუთბუქი „გაწმინდეს“

ეს ნაჭერი მიკრობებმა მთლიანად „დაიპყრეს“. მასწავლებლების ირწმუნებიან, რომ ნოუთბუქებს პერიოდულად წმენდენ მადეზინფიცირებელი საშუალებით, თუმცა მის ზედაპირზე მაინც უამრავი მიკრობი გროვდება.

2. ეს ხელუხლებელი ნაჭერია

ამ ნაჭრისთვის ხელი არ უხლიათ და 3-4 კვირის შემდეგაც მადისაღმძვრელად გამოიყურება.

 

3. ეს ნაჭერი კი ბავშვებს ჭუჭყიანი ხელებით ეჭირათ

მთელმა კლასმა რიგრიგობით მოკიდა ჭუჭყიანი ხელები და შედეგმაც არ დააყოვნა – პური საშინელი ლაქებით დაიფარა.

 

4. ამ ნაჭერს თბილი წყლითა და საპნით დაბანილი ხელებით შეეხნენ!

საპონი და თბილი წყალი, მარეთლაც, სასწაული საშუალებაა მიკრობებთან საბრძოლველად.

 

5. ამ ნაჭერზე კი სადეზინფექციო ხსნარით გაწმენდილი ხელების კვალია

აღმოჩნდა, რომ ეს ხსნარი მიკრობებს ვერ შველის. ყველაზე „ღონიერები“ ხელებზე რჩებიან და თავის ბოროტ საქმეს აკეთებენ.

*** 

როგორც თავადაც ხედავთ, ხელების სწორად დაბანა თბილი წყლითა და საპნით დაბანას ნიშნავს.

ასწავლეთ პატარებს სწორი ჰიგიენა – ამაზე ხომ მათი ჯანმრთელობაა დამოკიდებული!

Next Post

ვითარება საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანაში სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ

გაზიარება Loading... სოფელ ჩორჩანაში სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს […]