ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

geoinformer

Loading...

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს – დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია…

2006 წელს საკუთარი მოტოციკლიტთ დიდი სისწრაფით მიმავალმა საჭის კონტროლი დაკარგა და მოტოციკლიდან გადმოვარდა. 

ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა ქვედა კიდურების პარალიჩის გამო, სამუდამოდ ეტლს მიეჯაჭვა.

ბავშვობიდან ცურავდა, ავარიის პერიოდში უკვე პროფესიონალურ წყალბურთს თამაშობდა და პოლიციის კოლეჯში სწავლობდა.

ავარია სწორედ იმ აუზთან შეემთხვა, სადაც 5 წლიდან ვარჯიშობდა.

ავარიიდან 9 თვის თავზე ცაპატაკისმა ვარჯიში განაახლა.

დღეს მის ანგარიშზეა პარალიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების 20-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი.

„ცურვა ჩემი დამოუკიდებლობაა. ეს არის ჩემი თავისუფლება,“ – ამბობს ჩემპიონი.

სპორტის პარალელურად, ცაპატაკისი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა, ხშირად მონაწილეობს კონფერენციებში, სიტყვით გამოდის ფორუმებზე, რომლებიც შშმ პირთა ცხოვრებას ეხება. 

და როგორც პოლიციის ოფიცერი, სისტემატურად დადის სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრაზე, რათა აუხსნას, სასიცოცხლოდ როგორი მნიშვნელოვანია ტრანსპორტის მართვისას წესების დაცვა და გზებზე უსაფრთხოება. 

Next Post

პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნით, ეროვნული საქმე გაკეთდა არჩილ თალაკვაძე

გაზიარება Loading... „საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში […]