"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს

geoinformer

loading...
image
წუხელ სტოკჰოლმში ჩატარდა The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია, სადაც ლევან აკინის შვედურ-ქართული ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.ამის შესახებ წერს Cineuropa. ფილმმა ერთბაშად სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:როგორც “წლის საუკეთესო” ფილმი, თავად ლევან აკინს გადაეცა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა. შვედური ნაციონალური პრემია Guldbagge (ოქროს ხოჭო)კინომატოგრაფიის დარგში 1964 წლიდან დაწესდა, დაჯილდოება ყოველი წლის იანვარში იმართება.
image
შვედურ-ქართული დრამატული ფილმის პრემიერა “და ჩვენ ვიცეკვეთ რომლის რეჟისორია ლევან აკინი გაიმართა კანის კინოფესტივალზე 2019 წლის 16 მაისს, ფილმი წარდგენილი იყო “ოსკარის” პრემიაზეც, როგორც საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი, თუმცა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. 0

Loading...
loading...
Next Post

თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად აპირებს ჩართვას

გაზიარება loading... Loading... თეა წულუკიანი […]