თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

geoinformer

Loading...

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ…

1. სიზმარში ფრენა

ფრენა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას განასახიერებს. თქვენც სწორედ ამისკენ ისწრაფვით.

თუკი სიზმარში ფრენის დროს ეცემით, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში დაბრკოლებებისა და პრობლემეის დაძლევა მოგიწევთ.

2. ჩანჩქერი

სიზმარში ყოფილხართ ლამაზი ჩანჩქერის სიახლოვეს? ეს კარგის ნიშანია.

ჩანჩქერი განწმენდის, პრობლემებისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების სიმბოლოა.

შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეძლოთ იმ სურვილებისა და ჩვევების დაძლევა, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ. იღბალი კი თქვენკენ მობრუნდება.

3. კბილები

თუ სიზმარში კბილებს გაძრობენ, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე ახლობელი ადამიანის დაკარგვის გეშინიათ. თუ სიზმარში კბილები დაგცვივდებათ, ესე იგი, დაბნეული ხართ და ეს ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში.

დამპალი კბილები გესიზმრათ? გაფრთხილდით – ჯანმრთელობის პრობლემები გელით.

კბილის ნაცვლად ცარიელი ადგილი – სასიცოცხლო ენერგიის შემცირებასა და ნაადრევ სიბერეზე მიანიშნებს.

4. სიკვდილი

საკუთარი სიკვდილი გესიზმრათ? ეს იმას ნიშნავს, რომ დიდხანს იცოცხლებთ.

ახლობელი ადამიანის სიკვდილი გესიზმრათ? ნუ ინერვიულებთ – ამ ადამიანს დღეგრძელობა და ბედნიერი ცხოვრება ელის.

5. ორსულობა

თუ სიზმარში ორსულად ხართ, სიმდიდრე, წარმატება და სურვილების ასრულება გელით. ასეთი სიზმარი იმაზეც მიანიშნებს, რომ შეიძლება, მალე მართლაც დაორსულდეთ.

თუ თქვენი ქალიშვილი გესიზმრათ ორსულად, წინ სასიამოვნო და ბედნიერი დღეები გელით.

ორსული დედა – ოჯახის ერთიანობას და სიმტკიცეს ნიშნავს, ორსული და კი – სიყვარულში კონკურენტს.

თუ სიზმარში ბავშვი მოიშორეთ, ეს საყვარელი ადამიანის მიმართ გულის გაციებას მოასწავებს.

6. შენობები

ირგვლივ მოვლილი და კეთილმოწყობილი ბევრი სახლი – მატერიალური კეთილდღეობა და განვითარებაა.

თუ ნახევრად დანგრეული ან მორყეული სახლები გესიზმრათ – ოჯახში და სამსახურში პრობლემები გელით, ჯანმრთელობას და უბედურ შემთხვევებსაცუნდა უფრთხილდეთ.

ასევე, თუ გესიზმრათ:

საავადმყოფო – დროა, შვებულება აიღოთ;

სავაჭრო ცენტრი – შეეშვით ფულის უაზროდ ხარჯვას;

სასწავლო დაწესებულება – მოულოდნელი აღმოჩენა გელით;

საერთო საცხოვრებელი – სხვაგან გადაბარგება მოგიწევთ;

ციხე – შეიძლება, გაუფრთხილებლობის მიზეზით კანონი დაარღვიოთ.

7. ფული

სიზმარში ფული იპოვეთ? წვრილმან პრობლემებს წააწყდებით, მაგრამ ბოლოს დიდი ბედნიერება გელით;

ფულის ეკონომია – სიმდიდრისა და კომფორტული ცხოვრების ნიშანია;

ფულის გადახდა მოგიწიათ? – ეს მარცხს მოასწავებს;

სიზმარში ოქრო მიიღეთ? – წინ დიდი პერსპექტივები გელით, საქმეები კარგად წაგივათ;

დაკარგეთ ფული? – ესე იგი, თქვენ არცთუ კარგი პერიოდი გაქვთ. სამსახურში უსიამოვნებები გელით.

სიზმარში ძალიან ბევრ ფულს ითვლიდით? – ესე იგი, მიზანთან ძალიან ახლოს ხართ.

8. ღალატი

სიზმრად ღალატის ნახვა ყოველთვის ცვლილებებს მოასწავებს. მოვიდა დრო, თქვენი ცხოვრება გააანალიზოთ. ნამდვილად კმაყოფილი ხართ საკუთარი ქორწინებით? იფიქრეთ, როგორ გახადოთ თქვენი ქორწინება უფრო წარმატებული და ბედნიერი.

9. ცეცხლი

სიზმარში ცეცხლის ნახვა – კარგის ნიშანია, სითბოსა და სინათლის სიმბოლოა.

თავად ანთებდით ცეცხლს? – სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. შეიძლება, ძველ ნაცნობში ახალი მშვენიერი თვისებები აღმოაჩინოთ;

ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდით? – თქვენ ძალიან სანერვიულო სამსახური გაქვთ, სადაც წარმატებას მიაღწევთ, თუმცა მანამდე დიდი შრომა მოგიწევთ;

ღუმელში ანთებული ცეცხლი გესიზმრათ? – გამდიდრებას ელოდეთ;

თქვენი სახლი ცეცხლში იწვის? – ფანტასტიკური წარმატება გელით, თქვენი საქმე ზღაპრულ მოგებას მოგიტანთ.

10. სიშიშვლე

სიშიშვლედაუცველობას ნიშნავს.

შესაძლოა ისეთ ურთიერთობაში ხართ, რომ გეშინიათ, თქვენმა პარტნიორმა ზურგი არ შეგაქციოთ.

ან შესაძლოა, რაღაცას მალავთ და შიშობთ, რომ თქვენი საიდუმლო გამომჟღავნდება.

Next Post

აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიციას უკვე 10 000 ხელმომწერი ჰყავს

გაზიარება Loading... აზარტული თამაშების წინააღმდეგ […]