როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს – CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

geoinformer

Loading...

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ… 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა.

გარდა სამსახურისა, 18 წლის სტივს ავტომობილი სჭირდებოდა. რეზუმეში (რომელიც RRAuction-ზე 174 757 დოლარად გაიყიდა) მითითებული აქვს, რომ ავტომობილი არ ჰყავს და შეძენა „შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელი“.

უნარების გრაფაში ჯობს დაფიქსიებული აქვს, რომ იცის კომპიუტერი და კალკულატორი.

რაც შეეხება დასაქმების სფეროს, აქ მიუთითა: „ელექტრონიკის მომსახურება ან ინჟინერ-დამპროექტებელი“.

იმ დროისთვის iPhone-ს მომავალ „მამას“ ტელეფონიც არ ჰქონდა (1973 წელს გაყიდვაში იყო პირველი მობილური ტელეფონი Motorola DynaTAC). 

ესეც ჯობსის რეზუმე:

 

 

 

 

Next Post

The Guardian: ჯეფ ბეზოსის ტელეფონი საუდის არაბეთის პრინცისგან ფაილის მიღების შემდეგ გატეხეს

გაზიარება Loading... ჰაკერებმა Amazon-ის დამფუძნებლის […]