როგორ მუშაობს გუგლის ახალი ყურსასმენი, რომლებიც სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან? (Video)

geoinformer

Loading...

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ – მოხერხებული, მესამე მხრივ – ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.

კომპანიამ ახალი Pixel Buds 2 გასული წლის 15 ოქტომბრს წარმოადგინა, ყოველწლიურ პრეზენტაციაზე Made by Google, თუმცა გაყიდვების დაწყება 2020 წლის მაისიდან იგეგმება.

ცნობილია, რომ გუგლმა გააფართოვა მოწყობილობის ფუნქციონირების რადიუსი. კონკრეტული მონაცემები ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა ამბობენ, რომ ბინაში ყურსასმენებსა და სმარტფონს შორის მანძილი, შეიძლება 3 ოთახიც კი იყოს და ეს დისტანცია არ წაროადგენს პრობლემას კავშირისთვის, ხოლო ქუჩაში ასეთი მანძილი ლამის ფეხბურთის სტადიონის ტოლია. ამასთან გადაცემის ხარისხი უმაღლესი იქნება. გაუმჯობესდა ხმის ხარისხი, ხმის აწევა და ჩაწევა რეგულირდება ავტომატურად, სიტუაციიდან და ირგვლივ არსებული ფონური ხმაურისგან გამომდინარე.

როგორც გუგლში ამბობენ, თუ ყურებში Pixel Buds 2 გაქვთ, საერთოდ არ დაგჭირდებათ სმარტფონის ჯიბიდან ამოღება: თქვენი ხმოვანი ასისტენტი დაგეხმარებათ ტექსტური კომენტარის გაგზავნაში, ტაქსის გამოძახებაში და ადამიანებთან უცხო ენაზე ურთიერთობაშიც. 

Pixel Budsის მუშაობის ხანგრძლივობა 5 საათია, ჩასადებ ყუთში მოთავსებული აკუმლატორით დამუხტვის გათვალისწინებით კი – 24 საათი.

მოკლედ,  Pixel Buds ნამდვილად გაუმჯობესებულია ყველა მიმართულებით:

ყურსასმენების ფასი 179 აშშ დოლარი იქნება.

Next Post

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

გაზიარება Loading... სასწრაფოდ! ახალი ქართველი […]