Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გაჩნდება

geoinformer

Tinder

Loading...

გაცნობის აპლიკაცია Tinder-ში გაჩნდება სპეციალური ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი პოლიციას გამოიძახებს, თუ პაემნის დროს თავს საფრთხეში იგრძნობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ამ მიზნით Tinder-ის მფლობელი კომპანია Match Group-ი აპლიკაცია Noonlight-ის წილს შეიძენს, რომელიც ადამიანის ადგილსამყოფელს სწავლობს და საფრთხის დროს საგანგებო სამსახურს უკავშირდება.

განგაშის ღილაკი Noonlight-ის ალგორითმების საფუძველზე იმუშავებს. როდესაც მომხმარებელი ღილაკს დააჭერს, აპლიკაცია მას კოდის შეყვანას შესთავაზებს. თუ მომხმარებელი კოდს არ შეიყვანს, დისპეტჩერი ჯერ შეტყობინებას გაუგზავნის, შემდეგ კი დაურეკავს. თუ ამის შემდეგ მომხმარებელი საფრთხის არსებობას დაადასტურებს ან ზარს არ უპასუხებს, მასთან პოლიცია გაემგზავრება.

Tinder-ის ახალი ფუნქცია უფასო იქნება. აშშ-ის ტერიტორიაზე ის იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, მომავალში კი სხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო

loading...
Next Post

Android 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

გაზიარება Loading... კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციის თარიღი […]