პროფესორის ანეკდოტი და ერთ ფრაზაში ჩატეული ცხოვრება

geoinformer

Loading...

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო – ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა…

ამ ანეკდოტის მოყოლიდან 15 წუთში პროფესორი იმავე ანეკდოტს ხელახლა მოჰყვა. ამჯერად მხოლოდ რამოდენიმე სტუდენტმა გაიცინა, უმეტესობამ კი ერთმანეთს გაკვირვებით და მხრების ჩეჩვით გადახედა. ვიღაცამ ეშმაკურად ჩაიხითხითა კიდეც – ამით თითქოს იმის თქმა უნდოდა, პროფესორს მახსოვრობაში გაუჭირდაო.

მეორე ანეკდოტიდან ნახევარი საათის შემდეგ პროფესორი კიდევ მოჰყვა იმავე ანეკდოტს, მაგრამ უკვე აღარავის გაუცინია.

ლექტორმა გაჩუმებულ აუდიტორიას თვალი გადაავლო და სტუდენტებს მიმართა:

„თქვენ არ შეგიძლიათ, ერთსა და იმავე ანეკდოტზე სამჯერ გაიცინოთ… მაშინ რატომ აძლევთ უფლებას თავს, ერთი და იმავე მიზეზით მუდმივად იწუწუნოთ?“

 

***

„გაიღიმე! შენი პრობლემები არავის აწუხებს!“ –  ეს კი გენიალური ჯიმ კერის სიტყვებია, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუმეტებიათ „ოსკარი“. 

 

loading...
Next Post

(ვიდეო)-როგორ გამოიყურება დათოვლილი ბათუმი

გაზიარება Loading... როგორ გამოიყურება დათოვლილი […]