ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

geoinformer

Loading...

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც – კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.

1. ალ პაჩინო და ლუსილა სოლა. ასაკში სხვაობა – 40 წელი.

ეს ჯიუტი ბერბიჭა მექსიკელ მოდელთან ერთად არის უკვე 10 წელია. „ამ წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა პერიოდის გავლა მოგვიწია ერთად. ბედნიერი ვარ, რომ ეს ურთიერთობა ასეთი ხანგრძლივი აღმოჩნდა,“ – ამბობს მსახიობი.

2. რონი ვუდი და სალი ჰამფრისი. ასაკში სხვაობა – 31 წელი.

The Rolling Stones-ის გიტარისტი ყოფილ ცოლს, რომელთანაც 23 წელი იყო ქორწინებაში, რუსი ოფიციანტის ეკატერინა ივანოვას გამო დაშორდა, თუმცა მოხუცი როკერისა და ახალგაზრდა ოფიციანტის კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა. ამ ამბიდან 3 წელიწადში რონი ვუდი მესამედ დაქორწინა. მისი რჩეულია თეატრალური პროდუსერი სალი ჰამფრისი.

3. რობერტო კავალი და ლინა ნილსენი. ასაკში სხვაობა – 47 წელი.

ახალგაზრდა მოდელი ლინა დიზაინერისთვის იქცა მუზად და მეორე სიჭაბუკის დასაწყისად მას შემდეგ, რაც კავალი თავის მეუღლე ევა დიურინგერთან განქორწინდა.

 

4. კლინტ ისტვუდი და კრისტინა სანდერა. ასაში სხვაობა – 33 წელი.

მეუღლე დინასთან განქორწინებისთანავე, რომელიც ისტვუდზე 35 წლით უმცროსი იყო, მსახიობი და რეჟისორი კრისტინას მკლავბში აღმოჩნდა. წყვილი ერთად ცხოვრობს და ამასთანავე, კრისტინა მსახიობის საკუთრებაში მყოფი სასტუმროს  Mission Ranch-ის ადმინისტრატორია.

 

5. ჰიუ ჰეფნერი და კრისტალ ჰარისი. სხვაობა ასაკში – 60 წელი.

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებილისა და 25 წლის მოდელის ნიშნობის შესახებ ინფორმაციამ 2011-დან 2013 წლამდე, როცა მათი ქორწილი გაიმართა, ლამის მთელი პლანეტა აალაპარაკა, თუმცა უამრავი ჭორის, სიმართლისა თუ მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ისინი ერთად იყვნენ 2017 წლამდე, ჰეფნერის გარდაცვალებამდე.

ვუდი ალენის და სუნ-ი პრევინი. სხვაობა ასაკში – 35 წელი.

ვუდი ალენი 12 წლის განმავლობაში სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ მია ფეროუსთან. მათ ჰაყვდათ საერთო ვაჟიშვილი რონანი. ასევე, მეუღლეებმა იშვილეს ორი პატარა – დილანი და მოზესა.

ლენისა და ფეროუს განქორწინების მიზეზი გახდა ფეროუს ქალიშვილი სუნ-ი პრენი, რომელიც პირველ ქმართან ქორწინებისას ჰყავდა ნაშვილები. იმ დროისთვის გოგონა 22 წლის იყო, ალენი კი – 57 წლის.

1997 წელს  სუნ-ი პრენი და ვუდი ალენი დაქორწინდნენ და მათაც ორი ქალიშვილი იშვილეს. მოგვიანებით სუნ-ი პრენმა აღიარა, რომ არასდროს უყურებდა ალენს, როგორც მამას.

loading...
Next Post

შეგრენის სინდრომი

გაზიარება Loading... 1933 წელს შვედმა […]