კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

geoinformer

Loading...

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კობი ბრაიანტი სულ ცოტა სამ ადამიანთან ერთად მგზავრობდა ვერტმფრენით. დადასტურებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

41 წლის კალათბურთელი პირადი ვერტმფრენით – Calabasas-ით 4 მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და კატასტროფა გაინცადა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. კობიმ ავარიული სიგნალის გაშვებაც მოასწრო.

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

loading...
Next Post

ამაზრზენი ფაქტი: 65 წლის ზუგდიდელმა კაცმა 22 წლის შშმ პირი გაუპატიურა - ბრალდებული დაკავებულია

გაზიარება Loading... საქართველოს შინაგან საქმეთა […]