ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანი, რომელსაც „ეშმაკის ადვოკატს“ უწოდებენ

geoinformer

Loading...

დიახ, ეს სასწორია – დავიწყოთ იმით, რომ 12 ზოდიაქოს შორის მხოლოდ მას არ აქვს ცხოველის ტოტემური ნიშანი. სასწორის სიმბოლო ფუტკარია – ჭკვიანი და შრომისმოყვარე, რომლის ძალა თვისიანებთან ერთიანობაშია. და კიდევ…

ყოველთვის ნეიტრალურია

სასწორს გარშემომყოფები თითქმის ყოველთვის აკითხავენ პრობლემების დროს.

სასწორი ცდილობს, ნებისმიერი სირთულის არსს ბოლომდე ჩაეძიოს, ვიდრე რჩევას მისცემს. შეიძლება, პრობლემა ვერ მოაგვაროს, მაგრამ ყოველთვის მზად არის, ყურადღებით მოისმინოს და ადამიანს მორალურად მაინც დაეხმაროს.

სასწორს ისე არაფერი აღიზიანებს, როგორც ადამიანებისგან წამოსული ნეგატივი. მის გარშემო ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს, ყველა მხრიდან დადებითი ენერგია უნდა მოდიოდეს.

თუ მის ირგვლივ კონფლიქტია, სასწორი ჯერ შორიდან აკვირდება.  მას „ეშმაკის ადვოკატს“ უწოდებენ იმის გამო, რომ არასდროს არცერთ მხარეს  არ ირჩევს. მართალია, ბოლოს იგი კონფლიქტში ჩაერევა და სიტუაციას დააშოშმინებს, მაგრამ ნეიტრალურ პოზიციას ბოლომდე  შეინარჩუნებს.

ჯადოსნურად მომხიბვლელია

სასწორის ხიბლს ვერსად წაუხვალთ. მას უდიდესი ნიჭი აქვს, ღრმად ჩასწვდეს თქვენს ემოციებს, გაგრძნობინოთ, თუ როგორი საჭირო და საინტერესო ხართ და ასეთი პოზიტივით თავბრუ დაგახვიოთ.

სასწორი ცდილობს, ადამიანის შინაგანი სამყარო ბოლომდე ამოიცნოს. მხოლოდ გარეგნულ ნიშნებს არ ენდოს. ადამიანის ამოცნობა კარგად გამოსდის კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასწორმა არ იცის „არა“-ს თქმა. ამის გამო ხშირად ხვდება სტრესულ სიტუაციაში.

მგრძნობიარეა


როცა სასწორთან კამათი გაქვთ, მისი ქარიზმა და სიკეთე მაინც „მუშაობს“, ეს კი სიტუაციის დროულად გარკვევას ეხმარება. სასწორს არ უყვარს, როცა ბრაზდება, მაგრამ თუ აქამდე მივა, გირჩევნიათ, გვერდზე გაიწიოთ (ისე, შემდეგ თვითონ ყოველთვის ნანობს საკუთარ გაბრაზებას).

მისი რომანტიკულობა შეუდარებელია


თუკი გაგიმართლებთ და სასწორი შეგიყვარებთ, იცოდეთ, რომ არასდროს მოგაკლდებათ გულწრფელი გრძნობები, ემოციები, მზრუნველობა. ამაზე დიდ სიყვარულს ვერსად იპოვით.

სასწორს არ სჯერა ერთი ნახვით შეყვარების. იგი ფრთხილია და ხანგრძლივ ურთიერთობას ეძებს. ეს არც არის გასაკვირი – მას ხომ მთელი გულის მიცემა სურს.

ლიდერად არის დაბადებული

ვერავინ ახერხებს უხერხული ან ურთულესი სიტუაციიდან ისე გამოსვლას, როგორც სასწორი. ის უმაღლესი დონის დიპლომატიურობით აკეთებს ამას.

სასწორი დაბადებიდან ლიდერია. უნიჭობას ვერ იტანს.  რაც არ უნდა ახლოს იყოთ მასთან, გახსოვდეთ, რომ სასწორს ზოგჯერ მარტო ყოფნა სჭირდება.

სილამაზეს მასსავით ვერავინ აღიქვამს


სასწორი ვენერას მმართველობაშია. ვენერა კი სილამაზიისა და სიყვარულის ქალღმერთია. სწორედ ამიტომაც სასწორი სილამაზეს ყველაფერში აფასებს – გარეგნობაში, მეგობრობაში, პარტნიორობაში თუ ხელოვნებაში.

loading...
Next Post

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება Loading... რას გვირჩევენ ვარსკვლავები […]