ჩინელმა მეცნიერებმა იპოვნეს ხალხური საშუალება, რომელიც კორონავირუსს შეაჩერებს

geoinformer

image

Loading...

ჩინურ მედიცინის წამალს, სახელწოდებით “შუან ხუან ლიანს” შეუძლია შეაჩეროს კორონავირუსი. ეს დასკვნა გააკეთეს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის შანხაის ფარმაკოლოგიური ინსტიტუტის და უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა. -იტყობინება ჩინური სააგენტო.
პრეპარატი შეიცავს იაპონურ ცხრატყავას, ბაიკალის შლემნიკს და ფორზიციას. ჩინელი ექიმები თვლიან, რომ ეს სამი კომპონენტი დაბლა წევს ტემპერატურას, ტოქსინებისგან ასუფთავებს ორგანიზმს. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტ “შუან ხუან ლიანს” აქვს ფართო ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები, ასევე აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციას.

image

2003 წელს შანხაის ფარმაკოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ მედიკამენტმა შეეძლო ატიპის პნევმონიასთან ბრძოლა. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტურად ებრძვის გრიპის უამრავ ვირუსს (H7N9, H1N1, H5N1), მწვავე რესპირატორულ სინდრომს და შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს.
იმავდროულად, შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, თუ რომელი მედიკამენტებია სამკურნალო საშუალება ჩინური პნევმონიისთვის. სამინისტრო რეკომენდაციას უწევს “რიბავირინის” გამოყენებას, რომელიც გამოიყენებოდა ინფექციების სამკურნალოდ ჩინეთში, სინგაპურში და სხვა ქვეყნებში. ასევე ურჩევენ “ლოპინავირს”და “რიტონავირს”, რომლებიც გამოიყენება აივ -ინფექციებისთვის.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დაზარალებულთა რაოდენობა ჩინეთში უკვე გაიზარდა 213 ადამიანამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა კორონავირუს 2019-nCoV-ის აფეთქება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად. პეკინში აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილები და დაკრძალვები.

0

loading...
Next Post

მორიგი გამარჯვება საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი 41:13 დაამარცხა

გაზიარება Loading... საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა […]