ალო, რომელი ხარ?.. – ასე დღეს აღარავინ იწყებს საუბარს. ეს ჩვენ გვახსოვს, 70-იანების თაობას

geoinformer

Loading...

ეს ფრაზა ხშირად ისმოდა აი, ამ სატელეფონო ჯიხურებიდანაც, რომლებიც კარგა ხანია, გაქრნენ. არადა, გულდასაწყვეტია… ისინი ხომ ქუჩის „ავეჯზე“ გაცილებით მეტი იყო მთელი თაობებისთვის…

სატელეფონო ჯიხური – ეს არა მხოლოდ პრაგმატული დანიშნულების ობიექტი და ქალაქური პეიზაჟის ნაწილი იყო.

მის კედლებზე წერდნენ სიყვარულის ახსნას (ნუ, ზოგჯერ სხვა რამეებსაც, სამწუხაროდ);

საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ნახევარს მაინც უკოცნია შეყვარებულისთვის სატელეფონო ჯიხურში; მეორე ნახევარი, უბრალოდ, სოფელში ცხოვრობდა, სადაც არ იყო ეს ჯიხურები და თივის ზვინებით კმაყოფილდებოდა.

ტელეფონის ავტომატები მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება და შყვარებულთა თავშესაფარიც არ ყოფილა. ისინი ბევრი შემოქმედის შთაგონების წყაროდაც ქცეულან და ბევრ ფილმში არცთუ მეორეხარისხოვანი როლები შეუსრულებიათ.

გახსოვთ, ლეგენდარული „დღე პირველი დღე უკანასკნელი“ – ნაჩხუბარი შეყვარებულები ნათელა და ვაჟა სწორედ სატელეფინი ჯიხურში რომ შერიგდებიან…

ფრანსუა ტრუფოს ფილმში „მხიარული კვირადღე“ (Vivement dimanche!) სატელეფონო ჯიხურში აპატიმრებენ მკვლელს, რომელსაც იქ თავისი უკანასკნელი საუბარი აქვს…

გენიალური ალფრედ ხიჩკოკი მთელი ცხოვრება ოცნებობდა ისეთი ფილმის გადაღებას, რომლის ყველა მოქმედების ადგილი სატელეფონო ჯიხური იქნებოდა. ეს, მართალია, არ გაუკეთებია, მაგრამ

წარმოგიდგენიათ, რამხელა „ავანტურა“ იქნებოდა!

ჯოელ შუმახერის ერთ-ერთ ბრწყინვალე ფილმს კი,

კოლინ ფარელის საოცარი შესრულებით, პირდაპირ ასე ეწოდება – „სატელეფონო ჯიხური“.

ალბათ, თქვენც გაგახსენდებათ ბევრი ფილმი სატელეფონი ჯიხურებით…

2 კაპიკი ყოველთვის უნდა გქონოდა ჯიბეში!

დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ სატელეფონო კავშირი 2 კაპიკი ღირდა.

60-70 წლებში სახლის ტელეფონი ბვრს არ ჰქონდა და ხალხი ქუჩის ტელეფონებით სარგებლობდა.

2 კაპიკიანებსაც მონდომებით აგროვებდნენ, რათა გაზეთის

ჯიხურში დახურდავება ან გამვლელებისთვის ხვეწნა არ დასჭირვებოდათ.

ისე, 10-კაპიკიანითაც დარეკავდი (ზომაში იგივე იყო თოთქმის), თუმცა ზარალი გამოგდიოდა.

შემდეგ 15-კაპიკიანი აპარატები დადგეს. მოგვიანებთ, როცა ინფლაციამ ისეთი ტემპი აიღო, რომ ტექნიკა ვერ ეწეოდა,

„ჟეტონები“ და „სატელეფონო ბარათები“ შემოიღეს.

ნელ-ნელა პატარავდებოდა სატალეფონო ჯიხურის ფართობი და მცირდებოდა მისი მნიშვნელობაც. ბევრი უდიერად ექცეოდა, გლეჯდა ყურმილს, ტეხდა ციფრების დისკს, მოურიდებლად აბინძურებდა… ანუ, ისე, როგორც ხშირად ექცევიან ძველ თაობას…სამწუხაროდ.

მალე საერთოდაც ქუჩებიდან გაიტანეს და პლასტმასის „ქუდებით“ ჩაანაცვლეს.

ხალხი ქუჩის ახალი ქუდი-ჯიხურებითაც სულ უფრო იშვიათად სარგებლობდა. საბოლოოდ კი ყველა ჯერ სახლის, შემდეგ კი მობილურ ტელეფონებზე გადავიდა.

დღეს მაინც არსებობს ქვეყნები, სადაც ეს ქუჩის ეგზოტიკა ჯერ კიდევ შემორჩენილია. იქ იციან ნივთებთან ურთიერთობა.

ისტორიული წითელი ჯიხური დღემდე ლონდონის სიმბოლოდ რჩება, ხოლოამერიკელები დღემდე ტელეფონ-ავტომატების ყველაზე ერთგული მომხმარებლები არიან.

P.S. საბჭოური სატელეფონო ჯიხურები, ერთმა შემთხვევითმა განცხადებამ გამახსენა – ვიღაც ასეთ ტელეფონს ყიდდა, სულ ახალიაო, წერდა, ფასი 3500 უკრაინული გრინვა, დაახლოებით. 400 ლარი. ნივთი, რომელიც შენი ისტორიის ნაწილია, უფრო ღირებულია. დამასწრეს…

Next Post

Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!

გაზიარება Loading... Nile Rodgers ამერიკელი […]