6 ნივთი, რომელიც ხელს უშლის კეთილდღეობას – როგორც სახლში, ასევე კომპანიების ოფისებში!

geoinformer

Loading...

თავისთავად ნეგატიური და პოზიტიური ნივთი არ არსებობს, მაგრამ არასწორად განლაგებით, როგორც ფენ-შუი განმარტავს, ნივთებმა შესაძლოა კეთილდღეობას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას…

ფენ-შუის სპეციალისტები შემდეგ რეკომენდაციებსა და რჩევებს გვაძლევენ, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ არამხოლოდ სახლში, არამედ ოფისში ინტერიერის მოწყობისას თუ განახლებისას:

 

1. ოთახის მცენარეები

ფენ-შუის სწავლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახლში მცენარეების არსებობას. აუციოლებელია, რომ მცენარე იყოს ჯანმრთელი, უმჯობესია – მრგვალი ფოთლებით. ძალიან უარყოფითია, თუკი მცენარეს, რომელიც სახლში გყავთ, ფოთლების ნაცვლად, ეკლები აქვს, საერთოდ უფოთლოა ან ისეთი მცენარეა, რომელიც ზრდის შეჩერების სიმბოლოს განასახიერებს, მაგალითად – ბონსაი.

2. ფოტოები საძინებელში

აქ შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანების ფოტოების განთავსება, ვინც ამ ოთახში იძინებს, ამასთანავე ფოტო უნდა იყოს რომანტიკული და დადებითი. საძინებელში არ უნდა ეკიდოს არც ცოცხალი ახლობელი ადამიანების და არც გარდაცვლილი ნათესავების ფოტოები. 

3. გატეხილი ნივთი

თუ სახლში გატეხილი ნივთები ან გაფუჭებული მოწყობილობები გაქვთ, უმჯობსია შეაკეთოთ (თუკი გადაგდება გენანებათ). ცხოვრებაზე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს გაჩერებულმა საათმა ან გადამწვარმა ნათურამაც კი.

4. გაბზარული ჭურჭელი

სახლში არ უნდა გააჩეროთ და, მით უმეტეს, არ უნდა ისარგებლოთ გაბზარული ჭურჭლით. ფენ-შუის მიხედვით, ეს იმდენად საშიიშია, რომ შეიძლება სახლში მძიმე ავადმყოფობა და უბედური შემთხვევა მიიზიდოს.

5. სარკე შემოსასვლელში

ჰოლში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ სარკის ჩამოკიდება იღბალს დააფრთხობს, მათ შორის – ფინანსურსაც, თანაც ოჯახის ყველა წევრისთვის.

6. ანტიკვარიატი

ფენ-შუი არ კრძალავს სახლში ანტიკვარიატს, თუმცა ძალიან ყურადღებოთ უნდა იყოთ ძველი ნივთების შერჩევისას. მაგალითად, თავის შეიკავეთ ძველებური ავეჯის შეძენისგან, თუ არ გაქვთ საშუალება, მას პროფესიონალური რესტავრაცია ჩაუტაროთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

თქვენ და სახლი – პიროვნული ტესტი, რომლის შედეგი იმის მიხედვით დგება, თუ როგორი სახლი მოგწონთ.

Next Post

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

გაზიარება Loading... საბაჟო გამშვებ პუნქტში […]