რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს ცოტა სათამაშო. ახალი კვლევა

geoinformer

რაც უფრო ცოტა აქვს ბავშვს სათამაშო, მით უფრო მხიარული იქნება ის! ახალი კვლევა

image

Loading...

ჩვენ ყველა ვცდილობთ ბავშვებს ახალი და ბევრი სათამაშო ვუყიდოთ. მაგრამ ეს ყოველთვის კარგი როდია. და საქმე ეხება არა მარტო განებივრებას!

ოჰაიოს შტატის ტოლედოს უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ სათამაშოების სიმრავლე ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, წერს Bugg Zodiac.

რაც უფრო ბევრია სათამაშო – მით უფრო ცუდად თამაშობს ბავშვი, რადგან მას არჩევანის გაკეთება უძნელდება.
მცირე რაოდენობის შემთხვევაში კი, ბავშვი ანვითარებს ფანტაზიას და უფრო კრეატიული ხდება.
კვლევის ფარგლებში ბავშვები გაყვეს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მისცეს 4 სათამაშო, მეორეს – 16.

პირველი ჯგუფის ბავშვები სათამაშოებით უფრო დიდხანს თამაშობდნენ და გართობის ახალ და ახალ მეთოდებს იგონებდნენ. მეორე ჯგუფში კი ასეთი რამ არ დაფიქსირებულა, რადგან ბავშვების ყურადღება მუდმივად სხვადასხვა სათამაშოზე გადადიოდა.
შემდეგში, როდესაც ახალი სათამაშოს ყიდვას გადაწყვეტთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად სჭირდება ეს თქვენს ბავშვს?

image

მშობლის სიყვარული და ყურადღება ხომ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სათამაშოების რაოდენობა.

loading...

Next Post

„პატიმრობის განაჩენი თუ იქნება გამოტანილი, გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები“ ნიკა მელია

გაზიარება Loading... საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე […]
Copyright All right reserved With Love Theme: დამზადებულია by geoinformer.tk