რა არ შეიძლება სურდოს დროს? ექიმი კომაროვსკი გვირჩევს

geoinformer

image

Loading...

გსურთ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს? რა ჩავაწვეთოთ სურდოს დროს? დავუთბილოთ თუ არა ფეხები? რა წამლები მივაღებიოთ? ამის შესახებ გვესაუბრება ევგენი ოლეგის ძე კომაროვსკი.

მწვავე რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებული – სურდოა.

დაავადების ყველანაირი გამოვლინება – ტემპერატურის მომატება, სველი გამონადენი ცხვირიდან, ხველება, უმადობა – ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის მეთოდებს წარმოადგენს.

თანამედროვე მედიკამენტებს კი სასწაულების მოხდენა შეუძლიათ – ტემპერატურას წამში უგდებენ, „თიშავენ“ სურდოს, ხველას და ა.შ. სამწუხაროდ, საოჯახო აფთიაქში მრავალი ასეთი მედიკამენტია, ამიტომ თქვენ ცდილობთ შეუმსუბუქოთ ცხოვრება ბავშვსაც და საკუთარ თავსაც. შედეგად კი, სამდღიანი სურდოს ნაცვლად ღებულობთ სამ კვირიან ფილტვების ანთებას.
ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების წაკითხვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ მოქმედებებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ.

რატომ წარმოიქმნება სურდო?

პირველი – ორგანიზმი სურდოს დახმარებით ინფექციის შეჩერებას ცდილობს ცხვირში ( არ უშვებს ყელამდე, ფილტვებამდე).

მეორე – ცხვირის ლორწოვანი გარსი გამოყოფს ლორწოს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვირუსების გამანეიტრალებელ ნივთიერებას.

მშობლების მთავარი ამოცანაა – არ დაუშვას ლორწოს გამოშრობა.

ამისათვის უცილებელია გრილი, ტენიანი, სუფთა ჰაერი და საკმაო რაოდენობით სითხის მიღება. თუ ლორწო გაშრება, ბავში დაიწყებს პირით სუნთქვას და მაშინ ლორწო იწყებს შესქელებას და ბრონხებში ჩაწეპებას, რითაც ბრონხიტის და პნევმონიის განვითარების პირობები იქმნება.

რა უნდა გავაკეთოთ?

ბავშვის დახმარება შესაძლებელია ცხვირის ნესტოების იმ წვეთებით დატენიანებით, რომლებიც ლორწოს უფრო თხევადს ხდის. მაგალითად – ფიზიოლოგიური ხსნარი. ეს არის ჩვეულებრივი წყალი, რომელსაც დამატებული აქვს მცირე რაოდენობით მარილი.

დოზის გადაჭარბება შეუძლებელია, ამიტომ ჩააწვეთეთ თითოეულ ნესტოში 3-4 წვეთი თუნდაც ყოველ ნახევარ საათში.

რა არ უნდა გააკეთოთ?

ჩვეულებრივი სურდოს დროს დაუშვებელია ცხვირის წვეთები.

თავიდან უკეთესობა იგრძნობა – ქრება ლორწო. შემდეგ კი უარესი რამ ხდება- იწყება ცხვირის შიგა ლორწოვანი გარსის შეშუპება. მისი გამოვლინება ასეთია : სისველე წყვეტს გამოდინებას, თუმცა ცხვირით სუნთქვა არა თუ აღდგენას იწყებს, უარესდება კიდეც. და იმისთვის, რომ უკეთესობა იყოს, ისევ ჩაწვეთებებია საჭირო. და ასე დაუსრულებლად.

ყურადღებით მოუსმინეთ და დაიმახსოვრეთ:

“ცინგლებიანი” ბავშვები:

სურდო და წამლები სურდოს წინააღმდეგ. კომაროვსკის სკოლა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Next Post

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას საქმეზე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, იმას დავემორჩილებით

გაზიარება Loading... რა გადაწყვეტილებასაც საკონსტიტუციო […]