დავით ზალკალიანმა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატარა ანიტაზე ისაუბრეს

geoinformer

Loading...

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას პატარა ანიტა ფაცაციას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ინდური მხარის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან მწუხარება გამოხატა პატარა ანიტას გარდაცვალების გამო.

მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

შეხვედრის დასაწყისში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ინდურ მხარეს ანიტა ფაცაციას მიმართ გამოხატული თანადგომის და ინდოელი მედიკოსებისა და მეცენატების მხრიდან ანიტას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის. თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან მწუხარება გამოხატა პატარა ანიტას გარდაცვალების გამო”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

ბებიამ სახლში ჩაის პაკეტების ნაცვლად პრეზერვატივი მიიტანა

გაზიარება Loading... ინგლისის ქალაქ ლანკაშირში […]